პროექტის სახელწოდება: ტყე და მისი მნიშვნელობა.
პროექტის მთავარი იდეა: განვიხილავთ საქართველოს ტყეებს
და ტყის გაჩეხვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
პროექტის აქტუალობა: ამ თემის გაცნობით მოსწავლეებს
ჩამოუყალიბდებათ უნარ-ჩვევები, რომლითაც შეძლებენ გააცნობიერონ ტყის მნიშვნელობა, ტყის
გავლენა გარემოზე, თუ რამდენად სჭირდება დაცვა ბუნებას.
პროექტის მიზნები: ტყის როლისა და დანიშნულების გაცნობიერება,
ტყის გაჩეხვასთან დაკავშირებული პრობლემების დადგენა, ტყის რესურსების შეფასება სამეურნეო
თვალსაზრისით. მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია საქართველოს ტყეების შესახებ. ისწავლონ
თანამშრომლობა, შეძლონ კვლევა, დასკვნების გამოტანა.
მონაწილეთა ასაკი: 15 წლის.
ვადები/ ხანგრძლივობა: ორი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ამ თემის განხილვისას მოსწავლეებს თავისუფლად შეეძლებათ ისაუბრონ თუ რა გავლენას ახდენს
ტყე ნიადაგურ, ჰიდროლოგიურ და ატმოსფერულ პროცესებზე. აგრეთვე ტყის გაჩეხვასთან დაკავშირებულ
პრობლემებზე და პრობლემების თავიდან აცილების ღონისძიებებზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,
რუკა, ფოტოსურათები,
ჩანახატები, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1. მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას, მივუთითებ
რა გააკეთონ და როგორ მოიძიონ ინფორმაცია საქართველოს ტყეებზე.
აქტივობა 2. ამ ეტაპზე მოსწავლეები იწყებენ ინფორმაციის
მოძიებას, ჩანაწერების და სურათების შეგროვებას, ანალიზს და პროექტის ორგანიზებას.
აქტივობა 3. მოსწავლეები იწყებენ სკოლის ეზოს გამწვანებას,
რგავენ სხვადასხვა ხე-მცენარეებს. აწყობენ გამოფენას თემაზე: ტყე შეუნახე შვილებსა,
მამა ხარ შენი ვალია.
აქტივობა 4. პროექტის შეფასება და მნიშვნელობა.
საგნებთან კავშირი: გეოგრაფია, ბიოლოგია.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ირმა მუკბანიანი.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: imukbaniani@gmail.com